ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო.

პაკეტში საუბარია ეკონომიკურ და ინდივიდუალურ შემზღუდავ ზომებზე.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანქციები მოიცავს 54 ინდივიდს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

მათივე ცნობით, ევროკავშირის სამიზნეში მოხვდა რუსეთის თავდაცვის სფეროში მომუშავე და გადამზიდი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებაზე, რაც რუსეთის მთავრობისთვის მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს.

ევროკავშირის სანქციათა მე-15 პაკეტში აღმოჩნდა აგრეთვე, 32 კომპანია ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, სერბეთიდან და არაბთა გაერთიანებულ საამიროდან. სანქციები ამოქმედდება მას შემდეგ, რაც მათი გამოქვეყნება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები