„ქართული ენა საჭიროა, ვინაიდან სამართალწარმოება სწორედ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამ კითხვას მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი დასვამს” – შარმანაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც შარმანაშვილი წერს, ქართული ენა საჭიროა, ვინაიდან სამართალწარმოება სწორედ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამ კითხვას მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი დასვამს.
„ქართული ენა საჭიროა, ვინაიდან სამართალწარმოება სწორედ ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ამ კითხვას მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი დასვამს.
ერთხელ და სამუდამოდ, ზოგიერთი დილეტანტის გასაგონად. საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ”, მუხლი 7:
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შერჩევისას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტი და უზენაესი სასამართლო ითვალისწინებენ კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, რომელიც უნდა შეეფერებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაღალ სტატუსს. – ვააჰ, ენის ცოდნა არ ყოფილა საჭირო თურმე? ასე მხოლოდ გაუთვითცნობიერებელი ადამიანი იკითხავს. რა თქმა უნდა საჭიროა, სამართალწარმოება ქართულ ენაზე მიმდინარეობს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც აღნიშნულია, რომ საქმისწარმოება ქართულ ენაზეა და აფხაზეთში აფხაზურადაც. არ არის საკმარისი? საკმარისია, რა თქმა უნდა. თუ არ არის საკმარისი, ჩავამატოთ, მაგრამ ასე ბევრ სხვა კანონში გვექნება ჩასამატებელი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მაგალითზე გიჩვენეთ. ქარიშხალია ჭიქაში, ბოროტი განზრახვით დატრიალებული”, – წერს შარმანაშვილი.