სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სომხეთის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.
ამის შესახებ ხაჩატურიანი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – წერს სომხეთის პრეზიდენტი.