გენო პეტრიაშვილი – ოპოზიციაზე: მათი მხრიდან ხდება პროვოკაციები და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მშვიდად ავარიდოთ თავი ამ ყველაფერს

“მინდა, მშვიდობა ვუსურვო ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ ამომრჩეველს, პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გენო პეტრიაშვილმა განაცხადა.

ის ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადებას გამოეხმაურა.

„განსაკუთრებით მინდა, ვუთხრა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, პატივი სცენ ჩვენ რელიგიას, ისტორიას, ტრადიციას, კულტურას და მოვუწოდებ კიდევ ერთხელ სიმშვიდისკენ. ქართველი კაცი არასდროს შეიკავებს თავს, არასდროს აპატიებს საკუთარი რწმენის და ისტორიის შეურაცხყოფას არავის. ამიტომ, ყველას გთხოვთ იყოთ მშვიდად. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ.

მათი მხრიდან ხდება პროვოკაციები და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ მშვიდად ავარიდოთ თავი ამ ყველაფერს“, – აღნიშნა  პეტრიაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები