“დღეს იქნება თუ ხვალ, გპირდებით, რომ ჩვენი თბილისი კიდევ უფრო განათდება და გალამაზდება” – ლაშა ტალახაძე
“დღეს იქნება თუ ხვალ, გპირდებით, რომ ჩვენი თბილისი კიდევ უფრო განათდება და გალამაზდება, მადლობა აქ მოსულ ყველა ჩვენს მხარდამჭერს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლაშა ტალახაძემ განაცხადა, რითაც ნაძვის ხის ანთების გადადებას გამოეხმაურა.
“ყველას გაგვიხარდებოდა, მაგრამ არსებობენ ისეთი ჯგუფები, ვისაც კიდევ ჩვენ ვუფრთხილდებით იქით და აქედან გამომდინარე დღეს არ გადაიდგა ის ნაბიჯი, რაც ზიანს მოუტანდა თითოეულ მათგანს. მადლობა აქ მოსულ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ყველა იმ ადამიას, ვისაც მოუნდა გაზიარება საახალწლო განწყობის და ეს აუცილებლად გაკეთდება, დღეს იქნება თუ ხვალ, გპირდებით, რომ ჩვენი თბილისი კიდევ უფრო განათდება და გალამაზდება”, – აღნიშნა ტალახაძემ.