პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა.

ისმის მოქალაქეების შეძახილები – „სცენაზე“, რითაც ისინი სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.

მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებენ.

ამასთან, დღეს თბილისის მერიას ნაძვის ხის ანთება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ღონისძიება გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები