გურამ მაჭარაშვილი: პაროდიაა ის, რომ ზურაბიშვილი დღეს კიდევ პრეზიდენტად იწოდება
სალომე ზურაბიშვილმა მიაღწია იმას, რომ ის ნამდვილად ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში ნომერ პირველ ე.წ. პრეზიდენტად, რომელმაც დაიპყრო მოღალატეობის მწვერვალი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„პაროდიაა ის, რომ ზურაბიშვილი დღეს კიდევ პრეზიდენტად იწოდება,. პაროდიაა ის, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციას არღვევს და ამ კონსტიტუციის დარღვევას საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, მერე ისევ გარბის იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შესატანად, პაროდიაა ის, რომ პრეზიდენტი ქართული მედიის ნაცვლად უცხოელ მედიასთან თანამშრომლობს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, 4 ოპოზიციური პარტიიდან, სალომე ზურაბიშვილი არავის მოსწონს.
„ამ 4 მარგინალურ პარტიას, მათი საერთო პატრონი ეუბნება, რომ ახლა ზურაბიშვილი არის საჭირო, რომ მიხვიდეთ გაამაგროთ, ის თქვენ გაგამაგრებთ და ა.შ. ვნახავთ, 29 დეკემბრიდან ეს ე.წ. ვითომ პარტიები და მარგინალური ძალა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით რა დამოკიდებულებაში იქნებიან რიგით მოქალაქე ზურაბიშვილთან“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.