“მავნებელი NGO-ები იხვეწებიან დასავლელ პარტნიორებთან, რომ რამენაირად დასაჯონ და დაასანქცირონ საქართველო, ეს არის მაგათი ბუნება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ არანაირი მშობლიურობის განცდა არ გააჩნიათ.
„დაახლოებით სამი კვირის წინ, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გააგზავნა იგივე შინაარსის წერილი ე.წ. „დანოსი“ ბრიუსელში, სადაც ითხოვდნენ საქართველოს დასჯას, მოუწოდებდნენ ევროკავშირს, რომ ყველანაირი ურთიერთობა საქართველოსთან გაეწყვიტათ, დაესანქცირებინათ საქართველო, ვიზალიბერალიზაცია შეეჩერებინათ და ასე შემდეგ. და დღესაც, იგივე ტრენდი გრძელდება. ეს ჩვენს მოსახლეობას უკვე არ უკვირს. ისევ მავნებელი NGO-ები იხვეწებიან დასავლელ პარტნიორებთან, რომ რამენაირად დასაჯონ საქართველო, რომ დაასანქცირონ საქართველო და ეს არის მაგათი ბუნება. მათ არანაირი მშობლიურობის განცდა ამ ქვეყანაში არ გააჩნიათ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს, კაია კალასს ერთობლივი წერილით მიმართავს. მესამე სექტორის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოში სიტყვით გამოსვლას ითხოვენ. წერილს X-ზე “რადიო თავისუფლების” ბრიუსელის ბიუროს მთავარი რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოება ითხოვს ბიძინა ივანიშვილისა და “ოცნების” წევრების დასანქცირებას, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას და ხელახალ არჩევნებს.