“რადიკალური ოპოზიცია რომ რჩება ყველა პროცესის მიღმა, ამაში ცუდი არაფერი არ არის” – იონათამიშვილი
“მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა ზარი და საუბარი, რომელიც საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ოპოზიციას თავზარი დაეცა, ის ბოლომდე სასოწარკვეთილებაში ჩავარდა და ეს დამსახურებულად და ლოგიკურადაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ოპოზიცია საზოგადოებას და საკუთარ ამომრჩევლებს ატყუებს.
„ახლა ამ ტყუილის ანაბარა რჩებიან და მათ მზაკვრულ გეგმებს საერთოდ ეცლება ნებისმიერი რესურსი. საფრანგეთის პრეზიდენტი როდესაც რეკავს, ის ესაუბრება მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხს, ვისაც გააჩნია ლეგიტიმაცია და აქ წერტილია დასასმელი. ნებისმიერი ინტერპრეტაცია მხოლოდ სასოწარკვეთილებისა და აგონიის მაჩვენებელია და ახლა რადიკალურ ოპოზიციაში ეს ხდება. ორივე მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებთან დაკავშირებით საერთოდ საუბარი არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ ქართველი ხალხისგან მონიჭებულ ლეგიტიმაციაზეა საუბარი, არამედ ამ თემასთან დაკავშირებით ნებისმიერი მანიპულაცია დახურულია. რადიკალური ოპოზიცია რომ რჩება ყველა პროცესის მიღმა, ამაში ცუდი არაფერი არ არის და ეს რადიკალური ოპოზიცია არ იმსახურებს იმას, რომ მხარდაჭერილი იყოს ან რაიმე ელემენტარული ნდობა ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ეს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის იყო ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მოწინააღმდეგე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.