სირიელმა ამბოხებულებმა ბაშარ ასადის მამის აკლდამა დაწვეს(ვიდეო)

სირიელი მეამბოხეები სირიის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დაირ-ელ-ზავრს აკონტროლებენ,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, თუ როგორ წვავენ ამბოხებულები ბაშარ ასადის მამის საფლავს ლატაკიის პროვინციის ქალაქ კარდაჰაში, სადაც ჰაფეზ ასადის გარდა მისი მეუღლის, ანისას და მათი უფროსი ვაჟის ბასილის საფლავებიც არის.

BBC აღნიშნავს, რომ ჰაფეზ ასადის შემდეგ სირიის მმართველი ბასილი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის 1994 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა, რის გამოც ხელისუფლება ჰაფეზის შემდეგ ბაშარ ასადმა გადაიბარა. ჰაფეზ ასადი სირიას 30 წლის მანძილზე მართავდა.

პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობის დაშლის შემდეგ, ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათმა თვითმფრინავებმა 350-ზე მეტ ობიექტს შეუტიეს, მათ შორის, საზენიტო ბატარეებს, სამხედრო აეროდრომებს, იარაღის წარმოების ობიექტებს, საბრძოლო თვითმფრინავებსა და რაკეტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები