ისრაელმა ღაზაში მდებარე ბანაკზე სასიკვდილო საჰაერო დარტყმები განახორციელა – გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები

სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზას ცენტრში, ნუსეირათის ბანაკში მდებარე სახლზე.

პალესტინის სამოქალაქო თავდაცვის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ თავდასხმის ადგილიდან შვიდი ცხედარი ამოიღეს და რამდენიმე დაჭრილი გადაარჩინეს.

საავადმყოფოში იტყობინებიან, რომ დაღუპულთა შორის ერთი ქალი და სამი ბავშვია.

ისრაელის დარტყმებმა სერიოზულად დააზიანა მიმდებარე შენობებიც.

ამასთან, სამედიცინო წყაროებმა Al Jazeera-ს განუცხადეს, რომ დღეს, სანაპირო ანკლავში, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.

გარდა ამისა, ორშაბათს საღამოს დაახლოებით 20-მდე ადამიანი დაიღუპა ღაზას ჩრდილოეთით მდებარე დევნილთა თავშესაფარზე თავდასხმის შედეგად.

ცნობისთვის, ისრაელის ომში ღაზას სექტორში 2023 წლის 7 ოქტომბრიდან მოყოლებული 44 758 პალესტინელი დაიღუპა და 105 834 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები