2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონი ლარია
2025 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 808 მილიონ ლარს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა – 72 მილიონ ლარზე მეტი;
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება – 81 მილიონ ლარზე მეტი;
ერთიანი აგროპროექტი – 350 მილიონ ლარზე მეტი;
სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია – 129 მილიონ ლარზე მეტი;
გარემოსდაცვითი ზედამხედველობა – 30 მილიონი ლარი;
დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა – 28 მილიონ ლარამდე;
სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა – 25 მილიონ ლარამდე;
გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირება, შეფასება, პრევენცია და მონიტორინგი – 33 მილიონ ლარზე მეტი.