“სალომეს ბჟუტური მეორე წუთში დაავიწყდებოდა დონალდს, იმდენი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა იქ” – ანჯაფარიძე
“სულ ტყუილად ნერვიულობთ (ვინც ნერვიულობთ), რომ პარიზში სალომე ზურაბიშვილმა საქართველო და მისი ხელისუფლება “ჩაუშვა” დონალდ ტრამპთან წამიერი გადაკვეთის დროს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრას ეხმაურება.
“სალომეს ბჟუტური მეორე წუთში დაავიწყდებოდა დონალდს, იმდენი, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა ჰქონდა იქ”, – წერს ანჯაფარიძე.