“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, აქციაზე მყოფი აქტივისტები, მოძრაობა „ჯიუტების“ წევრები ქმნიან იმიტაციას, თითქოს, არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები” – ჩიხელიძე
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი აქტივისტები კერძოდ მოძრაობა ჯიუტების წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები, მიმსგავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმებთან, – ამ ინფორმაციას ექსპერტი დავით ჩიხელიძე ავრცელებს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მყოფი აქტივისტები კერძოდ მოძრაობა ჯიუტების წევრები ქმნიან იმიტაციას თითქოს არიან პოლიციელები, აცვიათ შავი ფორმები, მიმსგავსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმებთან, ე.წ. რაციების საშუალებით ესაუბრებიან ერთმანეთს , თითქოსდა აკონტროლებენ პერიმეტრს, მათ შორის დაშავებული მოქალაქეების გადაადგილებას.
ჩემი ინფორმაციით, ამ დადგმული ჩანაწერების გასაჯაროებას აპირებენ ისინი სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელებში.
ასეთი ბინძური ხერხებით და მეთოდებით აპირებენ, ისინი საზოგადოების სიცრუეში შეყვანას.” – წერს დავით ჩიხელიძე.