“ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს” – დავით ჩიხელიძე
„არათუ ჟურნალისტზე, არამედ თითოეულ ადამიანზე თავდასხმის ფაქტი ამორალური და მიუღებელია, ზოგადად მიუღებელია ძალადობა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ძალადობის ინიციატორი ან ვისკენ არის ის მიმართული, მაგრამ მოდით მოვლენებს ცივ გონებაზე შევხედოთ, ვის აწყობს სიტუაციის ესკალაცია? რა თქმა უნდა, ოპოზიციას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც “ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება.
გავიხსენოთ ვინ წარმოადგენს ოპოზიციას? ოპოზიციაში გვყავს ის ხალხი, რომლებიც აქციის დროს ორ ტრუპს ითხოვენ და ამას მუხტის გასაზრდელ აუცილებელ პირობად მიიჩნევენ, პარალელურად გვყავს ოპოზიცია რომელიც საკუთარ თანაგუნდელს აფეთქებს, გივი თარგამაძის აფეთქებას ვგულისხმობ (რომელიც სააკაშვილმა განახორციელა) გვყავს ოპოზიცია, რომელმაც ტელევიზია დაარბია და ჟურნალისტები ერთხელ უკვე სცემა, მათგან ჟურნალისტის ცემა გასაკვირი და გამორიცხულია? რა თქმა უნდა არა, უფრო მეტიც, მსგავსი სახის პროვოკაცია მოსალოდნელი იყო. მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ გამოძიება დამნაშავეებს მალე დასჯის და ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა. ოპოზიციამ დაინახა, რომ აქციას ხალხი აკლდებოდა, მათ საზოგადოების გაბრაზების ახალი მიზეზი სჭირდებოდათ, რისთვისაც ჟურნალისტები გამოიყენეს, მათთვის ხომ ადამიანური მსხვერპლი, მხოლოდ სტატისტიკაა, მათთვის არ არსებობს ჩემიანი და შენიანი, ისინი ყოველ ადამიანს, მიზნისკენ მისაღწევ ინსტრუმენტად განიხილავენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, როგორც კადრებიდან ჩანს ტერიტორიაზე სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ხალხმრავლობა არ იყო და არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა, მაგრამ იქ რამდენიმე გადამღები ჯგუფი აღმოჩნდა, ჯაფარიძე კი ერთ ერთი სახლის სახურავზე იყო ასული, საიდანაც აღნიშნულ ტერიტორიას იღებდა. ეს დამთხვევა გგონიათ? თუ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის ფირზე აღბეჭდეს გეგმა“ – წერ