დავით ქართველიშვილი: მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს
“მოკლევადიანი სიხარული ჰქონდათ პოლიტიკურ ნეკროფილებს. არ მოუკლავს დედა აქციაზე “ნაცემი” შვილის კადრებს. რამეთუ არავის არავინ არ უცემია”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
“ზედოზირებით გარდაცვლილი იმ ოპერატორისა არ იყოს. როგორც ის ვერ გახდა რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი, არამედ საკუთარი დაუძლეველი სნეულების უბედური შედეგი – მასე ვერ გამოიყვანეს პირდაპირ თუ არა, “ირიბ” რიტუალურ მსხვერპლად ერთი რიგითი ქართული ოჯახის პირადი ტრაგედია.
ლეშიჭამიები და პოლიტიკური ნეკროფილები, შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზატორები და შემსრულებლები, პოლიტიკური პედოფილიის მიმდევრები, უნიჭიერესი ახალგაზრდა თაობების გენმოდიფიცირების მესვეურები, მოკლული შვილების საფლავზე უბედური მამის ამფეთქებლები – მონები, ლაქიები, მარიონეტები, არაქალები და არაკაცები. ამდენი პოლიტიკური სარეველა რა მოკლე დროში აღმოცენდა – ამაში ჩემს პირად პასუხისმგებლობასაც ვაღიარებ…” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.