გიორგი ზერეკიძე: ეს გვამებზე მოცეკვავე ლეშიჭამიები, ისე უნდათ მსხვერპლი, რომ შვილსაც კი ედავებიან, რომელიც უწერს ნუ მანიპულირებთ ჩემი ტრაგედიითო, ეს ფაშისტები დედაბუდიანად უნდა დასრულდნენ!
ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე ავტოავარიაში გარდაცვლილი ქალის შესახებ ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელსაც გარდაცვლილის შვილმა მოუწოდა, სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა ისწავლოს და ტყუილი ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტოს.
„აი ეს უნამუსო გარეწარი ადამიანი რას კადრულობს, ეს გვამებზე მოცეკვავე ლეშიჭამიები, ისე უნდათ მსხვერპლი რომ შვილსაც კი ედავებიან რომელიც უწერს ნუ მანიპულირებთ ჩემი ტრაგედიითო. ეს ფაშისტები დედაბუდიანად უნდა დასრულდნენ!” – წერს გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.