ლევან ნიკოლეიშვილი – კეზერაშვილის სახლიდან იარაღის ამოღებაზე: როცა შენი დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს
როცა შენი მთავარ დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს და არც სამართალდამცავების კანონიერი კითხვები და ქმედებები, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლიდან სხვადასხვა სახის იარაღის ამოღებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ნიკოლეიშვილი ითხოვს, ერთი ევროპული ქვეყანა და მისი ხელისუფლების დასახელებას მაინც, რომელსაც ასეთ რამეზე რეაგირება არ ექნებოდა.
„როცა შენი მთავარ დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს და არც სამართალდამცავების კანონიერი კითხვები და ქმედებები. ერთი ევროპული ქვეყანა და მისი ხელისუფლება დაასახელეთ, რომელსაც ასეთ რამეს რეაგირება არ ექნებოდა“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.