Politico: უკრაინის წარმომადგენლები აშშ-ში ვიზიტის შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ
უკრაინის დელეგაციამ პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის ხელმძღვანელობით აშშ-ში დონალდ ტრამპის გუნდის მაღალჩინოსნებთან არაერთი შეხვედრა გამართა.
როგორც Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის წარმომადგენლები შეხვედრის შედეგებით კმაყოფილები დარჩნენ.
წყაროების თქმით, შეხვედრა დაიგეგმა ორი მხარის ერთმანეთთან გაცნობის მიზნით, რათა იანვარში, ტრამპის თანამდებობაზე დანიშვნამდე, პირადი ურთიერთობების განვითარება დაიწყონ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინელი ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მოუთმენლად ელიან ტრამპთან თანამშრომლობას. მათივე განცხადებით, პროდუქტიული პირველი შეხვედრები ჰქონდათ.
„კულისებში ზოგი შიშობს, რომ ტრამპმა შესაძლოა, კიევის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არასახარბიელო გარიგება დადოს, რათა ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს“, – წერს Politico.