ლოიდ ოსტინმა საომარი მდგომარეობის გამო სამხრეთ კორეაში ვიზიტზე უარი თქვა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა სამხრეთ კორეაში ვიზიტის გეგმები მას შემდეგ შეცვალა, რაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა – ამის შესახებ Reuters-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
მედიასაშუალებასთან საუბრისას ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ ოსტინის ვიზიტი სამხრეთ კორეაში უახლოეს მომავალში იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.
წყაროს თქმით, ვიზიტის ცვლილებასთან დაკავშირებით სამხრეთ კორეასთან კონსულტაციები გაიმართა.