ქართველი ემიგრანტი ნინო მამფორია – თამრიკო ჭოხონელიძეზე: როგორ მოხდა, რომ ეს ეგზალტირებული ქალი შეურაცხყოფას აყენებს ემიგრაციის იმ ნაწილს, რომელიც მის პოზიციას არ იზიარებს? – მივმართავ „მთავარი არხის“ პროდიუსერს, ჭოხონელიძემ საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ემიგრანტებს

ვინ მისცა მას უფლება ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაში ჩაერიოს და განიკითხოს, რატომ არ დგას იმ მხარეს, რომელზეც თვითონ?! მისი უფლებაა და შენ, თამარ ჭოხონელიძეს უნდა შეგეკითხოს და ნებართვა აიღოს?! რამდენის უფლებას აძლევ თავს!!! – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ამერიკის მოქალაქე ნინო მამფორია სოციალურ ქსელში წერს და „მთავარი არხის“ ეთერში მომღერალ თამარ ჭოხონელიძის განცხადებას ეხმაურება.

მამფორია „მთავარი არხის“ პროდიუსერს მიმართავს და მოუწოდებს, რომ თამარ ჭოხონელიძემ ემიგრანტებს საჯარო ბოდიში მოუხადოს.

„მთავარი არხი“-ს დილის პროგრამა „შენი დილა“-ს პროდიუსერს მოგმართავთ, ემიგრანტი შეერთებული შტატებიდან, როგორ მოხდა, რომ ეს ეგზალტირებული, კონტროლ დაკარგული, სახე დაკარგული ქალი, შეურაცხყოფას აყენებს ემიგრაციის იმ ნაწილს, რომელიც მის პოზიციას არ იზიარებს? როგორ ბედავს და მოიხსენიებს ამ ადამიანებს იმ სიტყვით როგორითაც მოიხსენიებს?! ვინ მისცა მას ამის უფლება, რა იცის ვინ როგორ სითბოში და  სიხარულში ცხოვრობს ემიგრაციაში?! მაგას არ გამოუცდია „სკაიპის“ საშუალებით მეორე კონტინენტზე შვილებთან სახლობანას თამაში, იმიტომ, რომ დედა არ დავიწყებოდათ? შვილების ეკრანიდან დაძინება იმ იავნანათი, რომელსაც თვითონ ასრულებს და ასე შეუყვარდა ერს?! რამდენმა ემიგრანტმა მშობელი ეკრანიდან დაიტირა იმიტომ, რომ ვერ ჩავიდოდა საქართველოში, რამეთუ სხვა დანარჩენების მიმართ პასუხისმგებელი იყო, რომ გადაერჩინა?! რომელი ერთი უნდა ჩამოვთვალო, რომელს გაუძლებდა თვითონ 90-იან წლებში?!! ან რატომ უნდა ჩამოუთვალოთ, რა ვალდებულება გვაქვს მის წინაშე?! ვინ მისცა მას უფლება ადამიანის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებაში ჩაერიოს და განიკითხოს, რატომ არ დგას იმ მხარეს, რომელზეც თვითონ?! მისი უფლებაა და შენ, თამარ ჭოხონელიძეს უნდა შეგეკითხოს და ნებართვა აიღოს?! რამდენის უფლებას აძლევ თავს!!! ვინ ხარ, რა ავტორიტეტი, რატომ გგონია ეკრანიდან უნდა პარჭყო ხელები და წყობიდან გამოსულმა ჭკუა არიგო მას, ვინც შენს აზრს არ იზიარებს?! ან ვინც არც ერთ პოზიციას არ იზიარებს, მაგრამ ემიგრანტია, თქვენი გასალანძღი როგორ უნდა გახდნენ ?!  ნახე ეს ვიდეო და საკუთარ თავს შეხედე, ვინ უფრო გავს გამძვინვარებულ ვირთხას?!!!

პროდიუსერს მოგმართავთ და მოვითხოვ!!!!! საჯაროდ მოუხადოს ბოდიში ემიგრანტებს!!!! არ მივიღებ კომენტარს, რომ კონტექსტიდან ამოკვეთილი ეპიზოდია, აგერ ბატონო, მთლიანი გამოსვლაა მისი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ საჯაროდ, პიროვნულ დონეზე, მივაყენო შეურაცხყოფა ოჯახის ჩათვლით!!! რამეთუ მან არ დაინდო ემიგრანტები და მათი ოჯახები!! თბილისი პატარაა, ბავშვობიდან ვიცით ყველაზე ყველაფერი, მით უმეტეს საერთო სანაცნობოც ბევრია. მან გაბედა და მსხვერპლად შეწირულ ემიგრანტებს შეურაცხყოფა მიაყენა? საქართველო, რომელიც ემიგრანტებმა გადავარჩინეთ!!! ჭოხონელიძის თითის ქნევის, ხელების პარჭყვისა და ლანძვის ღირსი ვართ? მიიღებს შესაბამის რეაგირებას.

თქვენ, როგორც „მთავარ არხს“, მოგიწოდებთ ნუ იქნებით სუბიექტური, იმედს ვიტოვებ, რომ მოახდენთ სათანადო რეაგირებას:

საჯარო ბოდიში ემიგრანტებს. თამარ ჭოხონელიძისაგან!“, – წერს ქართველი ემიგრანტი, ამერიკის მოქალაქე ნინო მამფორია Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები