ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლისას ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებმა დარბაზი დატოვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ლავროვის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ეუთოს პლენარული შეხვედრების დარბაზი დატოვა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის განცხადებით, ლავროვის გამოსვლის წინ დარბაზი დატოვეს საქართველოს, ჩეხეთის, რუმინეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის დელეგაციების წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრა მალტაში მიმდინარეობს.