„ქორთიარდ მარიოტში“ ოთხი ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ოთხი ოპოზიციური პარტია შეხვედრას მართავს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები „ქორთიარდ მარიოტში“ არიან შეკრებილი.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, შეხვედრის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება ოპოზიციის გეგმა და მოწოდება.

„ეს არის ოპოზიციის ერთობლივი საკოორდინაციო შეხვედრა. ჩვენ განვიხილავთ საერთო სამოქმედო გეგმას შექმნილი ავტოკრატიული, რეპრესიული აპარატის წინააღმდეგ და მის დასამარცხებლად. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას არალეგიტიმური, თვითმარქვია ხელისუფლებისთვის, რომელმაც ძალაუფლება მიიტაცა რუსეთის საგარეო დაზვერვის ჩართულობით და დავალებით”, – აღნიშნა გეგელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები