ლუქსემბურგი ნატოში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება

ლუქსემბურგი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს დაძაბულობას გამოიწვევს, – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა.

“მიმაჩნია, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში კვლავ გამოიწვევს დაძაბულობას. იმ ქვეყნის წევრობამ, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი, შეიძლება დაუყოვნებლივ გამოიწვიოს შემდგომი კონფლიქტები“, – აღნიშნა ბატელმა.

ამასთან, მისი თქმით, მხარს უჭერს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები