“რომელი სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე საუბრობს შეერთებული შტატები?! რა მოჰყვება ამას, ისიც გვითხრან” – გურამ მაჭარაშვილი

“რომელი სტრატეგიული ურთიერთობის შეჩერებაზე საუბრობს შეერთებული შტატები?! რა მოჰყვება ამას, ისიც გვითხრან”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.

“თანხების ინვესტიციების გაჩერება მოჰყვება ამას, უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოჰყვება, ინვესტიციების შეწყვეტა მოჰყვება თუ რა მოჰყვება. ჩვენ კარგად ვიცით, ეს რისთვის არის გაკეთებული. თუ სტრატეგიულ ურთიერთობაზე საუბრობს აშშ, გადახედოს ჩვენ მიერ დადებულ სტრატეგიული ურთიერთობის შეთანხმებას ჩინეთთან, რასაც მყისიერად მოჰყვა როგორც სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ვიზების გაუქმება, პირდაპირი ფრენები, ბიზნესისთვის ხელის შეწყობა საქართველოში და ა.შ. 30 წელია, სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს აშშ-სთან და ჩინეთთან ერთი წელიც არ არის ჯერ, რაც გავაფორმეთ და წარმოიდგინეთ, რაც ჩინეთთან გვაქვს ამ მოკლე პერიოდში, იმის 10% არ გვაქვს ამერიკასთან, რაც იმედი მაქვს, რომ გამოსწორდება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები