საქართველოს პირველი არხი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“მაყურებელი პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს პირველი არხის ჟურნალისტებზე განხორციელებულ არნახულ ზეწოლას, განსაკუთრებით მიზანმიმართულად და პროვოკაციულად მოქმედებენ ცალკეული ტელევიზიების წარმომადგენლები და არ გვეძლევა მუშაობის საშუალება”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, მოგვეცეს ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა.

ერთადერთი დაპირება, რაც მივეცით ჩვენს მაყურებელს, არის ის, რომ პირველი არხი იყო და დარჩება თავისუფალი და დაიცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას, ნებისმიერი ზეწოლის მიუხედავად”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები