ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი ათივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ინგოროყვას კლინიკაში გადაყვანილი ათივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განაცხადა.
“ხვალ ეტაპობრივად ვგეგმავთ გაწერას. ძირითადად აღენიშნებათ თავის ტვინის ტრავმები, სახის ძვლების მოტეხილობები, ცხვირის ტრავმა. ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნებათ“, – განმარტა დალაქიშვილმა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ინგოროყვას კლინიკაში აქციის დროს დაშავებული 17 პაციენტი შეიყვანეს. მათგან შვიდის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ათი პაციენტი კი ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ გაეწერა.