პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაძაბული მდგომარეობაა
ამ წუთებში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დაძაბული მდგომარეობაა.
აქტივისტები სამართალდამცველების მისამართით პიროტექნიკას იყენებენ. პარალელურად, სპეცდანიშნულების რაზმი პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს.
რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა.