სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა
სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტის გამოხატვა სრულად გასცდა შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებს და სრულად ძალადობრივი გახდა.