სახალხო დამცველმა აქციებზე დაკავებული პირები მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა,  ლევან იოსელიანმა 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილი უკვე მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე დროს, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ინახულა დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.

“მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ 2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაკავებული პირების ნაწილი უკვე მოინახულა საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.

ამავე დროს, სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ინახულა დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.

ამ წუთებშიც, (30 ნოემბრის 15:00 სთ) სახალხო დამცველის რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ბათუმის აქციაზე დაკავებულ პირებს – აჭარასა და გურიაში.

დაკავებულების მონახულების შედეგების შესახებ სახალხო დამცველის აპარატი დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწოდებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები