ლალი აფციაური: ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია
უფლებადამცველი ლალი აფციაური ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს “იმედის” ეთერში გამოეხმაურა.
“ვერავინ დამაჯერებს, რომ ვინც ის პერიოდი გამოიარა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს ხმას?! ეს არის წარმოუდგენელი. დანარჩენები ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტებია, საიდან მოვიდნენ აბა? იქ (აქციაზე) უცხო სახე ვინ არის?! შემძვრალნი არიან ბუჩქებში და გამოხტებიან, თითქოს აქციის ორგანიზატორები არ არიან.
არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციაა თუ პოზიცია, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. მაგრამ იმ, დროს როდესაც ასეთი გავეშებული ახალგაზრდები, როდესაც უფროსი არავინ ჰყავთ და არავინ ეუბნება, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, რომ შეუშვა პარლამენტის შენობაში, რას გააკეთებენ?! გადაწვავენ ყველაფერს“, – აღნიშნა ლალი აფციაურმა.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება. აღნიშნულს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სპეცრაზმი მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლს იყენებს. ადგილზე დაპირისპირებაა მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის.