სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს
9 აპრილის ქუჩაზე განლაგებული სპეცრაზმი საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს პერიოდულად იყენებს. ადგილზე ხდება ცრემლსადენი საშუალებების გაშვებაც.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვრიან. მოქალაქეები სკანდირებენ: “რუსებო”, “საქართველო”.
მოქალაქეების თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.