პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულებულია. ადგილზე აღარ იმყოფებიან აღარც სამართალდამცველები.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გაყვანა და მათ მიერ აღმართული ბარიკადების მოშლა შეძლეს.

აქციის მონაწილეებს გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონიც ჰქონდათ დანთებული.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა.

მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები