კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაყვანილი აქციაზე დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია
აქციაზე დაშავებულთა ნაწილი, რომლებიც კავკასიის მედიცინის ცენტრში მოათავსეს თავს სტაბილურად გრძნობს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ამ ეტაპზე დაშავებულთა რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით. ჩვენს კლინიკაში ადამიანები შემოყვანილები არიან სხვადასხვა ტრავმებით. მათ უტარდებათ შესაბამისი კლინიკური კვლევები. შემდეგ ჩაუტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამ ეტაპზე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. სხვადასხვა დაზიანებები აქვთ“, – განაცხადა კლინიკის მორიგე ექიმმა, ნიკა კაპანაძემ.