ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა სრულად სპეცრაზმმა დაიკავა
პარლამენტის მიმდებარედ, ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩა, სადაც აქციის მონაწილეები იყვნენ შეკრებილი, სპეცრაზმმა სრულად დაიკავა.
ისინი მოქალაქეების წინააღმდეგ კვლავ წყლის ჭავლს იყენებენ.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ დაეცვათ კანონით გათვალისწინებული ნორმები.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეების პროტესტი რუსთაველის გამზირზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში მთავრობა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს.