ირაკლი კობახიძე – დავით სონღულაშვილი ყველგან, სადაც ახორციელებდა საქმიანობას, ამას აკეთებდა ძალიან დიდი პროფესიონალიზმით და დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი
დავით სონღულაშვილი ახალი წევრია სამთავრობო გუნდში, ყველგან, სადაც ის ახორციელებდა საქმიანობას, ამას აკეთებდა ძალიან დიდი პროფესიონალიზმით და დღესაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დარგი საუკეთესო ხელშია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დავით სონღულაშვილს პარლამენტის წევრების წინაშე დიდი წარდგენა არ სჭირდება.
„ის იყო თქვენი კოლეგა მთელი ამ წლების განმავლობაში და ყველგან, სადაც ახორციელებდა საქმიანობას, ამას აკეთებდა ძალიან დიდი პროფესიონალიზმით და დღესაც ეს დარგი საუკეთესო ხელშია. დარწმუნებული ვარ, დავით სონღულაშვილი იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.