ნიკოლ ფაშინიანი ასტანაში CSTO-ს სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს (CSTO), რომელიც ასტანაში გაიმართება, არ დაესწრება,- ამის შესახებ პრემიერის პრესმდივანმა განაცხადა.

„სომხეთის რესპუბლიკის პოზიცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მოღვაწეობაში მონაწილეობის შეჩერებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, – განაცხადა ბაღდასარიანმა.

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 28 ნოემბერს გაიმართება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩასვლას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები