უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 4,8 მილიარდი დოლარი მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ეს თანხა უკრაინამ პროექტ PEACE-ის ფარგლებში მიიღო.

„უკრაინამ თანხა მსოფლიო ბანკის პროექტის PEACE-ის ფარგლებში მიიღო. ეს ბანკის ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სოციალურ, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და აღდგენის სფეროებში ჩვენი სახელმწიფოს მიერ რეფორმების განხორციელების მხარდასაჭერად დაიწყო“, – განაცხადა დენის შმიგალმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბანკის სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით 50 მილიარდ დოლარამდე ოდენობის თანხა შეგროვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები