დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევთანაზიის შესახებ კანონს განიხილავს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ევთანაზიის შესახებ კანონს განიხილავს, – ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, ეს საკითხი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე განხილვად თემად იქცა. ევთანაზიის კანონის მიღების პირველი მცდელობა ინგლისში 2014 წელს იყო, თუმცა მაშინ კანონპროექტი ჩავარდა.
სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების მიდგომა ამ თემის მიმართ შეიცვალა. ბრიტანელების 67% დადებითად აფასებს ევთანაზიის შემოღებას, 13% კი უარყოფითად არის განწყობილი.
კანონპროექტის ავტორია დეპუტატი კიმ ლიდბიტერი. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში გადიოდა კონსულტაციებს სამედიცინო ექსპერტებთან და იურისტებთან, ასევე ყურადღებით შეისწავლა სხვა ქვეყნების პრაქტიკა, სადაც ევთანაზია დაშვებულია.
ლიდბიტერის თქმით, კანონპროექტის მიზანი მომაკვდავი ავადმყოფების დახმარება და მათი ტანჯვისგან დაცვაა.