მამუკა მდინარაძე: ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს
“ხოშტარია რომ გყავს ლიდერი და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო, რომ იძახი, რაღაც წარმოუდგენელი უბედურება გჭირს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ამ მარაზმში უნდა იყვნენ ისინი. უნდა ამტკიცონ, რომ 300-დან 400 ათასამდე ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში და ჩელიაბინსკში ვიღვიძებთო. შემოტანილ განცხადებებში თან წერენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მივმართავთო და თან არალეგიტიმურიაო, არ ხართ პარლამენტის თავმჯდომარეო და შეგვიწყვიტეთ მანდატებიო, ანუ თვითონ რასაც აკეთებენ და წერენ, იმას ეწინააღმდეგებიან”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.