ლევან იოსელიანი: ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება.
„ჩემს ანგარიშში, რომელიც პარლამენტში წარვადგინე, ნათლად ჩანდა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩვენს ქვეყანაში გამოწვევად რჩება. თუ გადავხედავთ 2023 წლის სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ყოველ კვირაში ერთზე მეტ ქალს ან კლავდნენ, ან ძალადობდნენ, რაც არის სავალალო სტატისტიკა. სახალხო დამცველი და მისი აპარატი ყოველთვის ხაზს უსვამს ამ პრობლემას და მოუწოდებს ყველა უწყებას, უფრო ეფექტური ზომები გაატარონ იმისთვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები შემცირდეს და დადგეს ის დღე, როდესაც საქართველოში ასეთი ფაქტები აღარ მოხდება“, – განაცხადა იოსელიანმა.