„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს, ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის” – ქადაგიშვილი

“სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს, ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად მიიჩნევს, გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი “ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს”.

„სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს, ალბათ, ახალი თაობის პოლიტიკოსად თვლის, ხოლო შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, მინისტრების ახალ შემადგენლობას და პარლამენტში ახალ დეპუტატებს, ძველ თაობად თვლის? გამრუდებულ სარკეში ჩახედული ადამიანის განცხადებაა. ეტყობა, ახალგაზრდული ენერგია აქვს და ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები