“პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით” – ქადაგიშვილი
“პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს ქვეყანას და უნდა იმოქმედოს კონსტიტუციით – ვინ იქნება კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ინფორმაციას ვერ ვიტყვი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ახალი პრეზიდენტის არჩევა ახალ წლამდე მოხდება.
„რაც შეეხება ვინ იქნება შემდეგი კანდიდატი, ამის ვინაობა ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი. წინასწარ ამაზე საუბარი არ მინდა. რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს, როგორ უნდა გაგვიმართლოს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა უნდა გაუმართლოს პირველ რიგში, საქართველოს და ქვეყნის კონსტიტუციას.
ერთი საკითხი არის, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო. როდესაც ჩვენ ამ პერიოდში გვქონდა გარკვეული აცდენა, როდესაც პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები და მისი საკონსტიტუციო უფლებანი არის შეზღუდული, ბევრ საკითხში, მას სიმბოლური წარმომადგენლობითი უფლებები გააჩნია. ამ დროს იყო ხოლმე არჩეული პირდაპირი არჩევნებით, ბუნებრივია, ეს გარკვეული პოლიტიკური ამბიცია და რეალური მმართველობითი ბერკეტების დაშორება გარკვეულ აცდენებს იწვევდა ხშირ შემთხვევაში ისეთ ადამიანებში, რომელთაც არ ჰყოფნიდა იმის ნებისყოფა, რომ გაეზიარებინათ თუ რა არის მათი კონსტიტუციური მდგომარეობა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.