მაჭავარიანი – ოპოზიციაზე: არის მოლოდინი, რომ ისინი მანდატებს ვერ შეელევიან და ჩვენ ამ ყველაფერს სულ რამდენიმე დღეში ვიხილავთ

“გუშინ მოხდა ლეგიტიმაციის ცნობა 150-ვე დეპუტატისთვის და ახლა უკვე პროცედურა ითვალისწინებს იმას, რომ ვისაც სურს, მანდატზე უარი განაცხადოს, უნდა მიმართოს პარლამენტს თავისი ინდივიდუალური განცხადებით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ მანდატების შესაძლო დატოვების საკითხს გამოეხმაურა.

“პროცედურა ითვალისწინებს იმას, რომ ვისაც სურს, მანდატზე უარი განაცხადოს, უნდა მიმართოს პარლამენტს თავისი ინდივიდუალური განცხადებით და ამის შემდეგ უკვე პარლამენტი იმსჯელებს, მოეხსნება თუ არა მას ლეგიტიმაცია. შესაბამისად, დაველოდოთ, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. არის მოლოდინი, რომ ისინი ამას ვერ შეელევიან და ჩვენ ამ ყველაფერს სულ რაღაც რამდენიმე დღეში ვიხილავთ”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები