მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი პარლამენტში დღეიდან იწყება.
ბიუროს მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება, ამის შემდგომ მინისტრობის კანდიდატების დარგების შესაბამის კომიტეტებში მოსმენა დაიწყება.
ამას გარდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სამთავრობო გუნდის სრულ შემადგენლობასთან ერთად პლენარულ სხდომაზე, კვირის ბოლომდე წარდგება.