გივი მიქანაძე – ოპოზიციაზე: გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები არ ჩახსნიან სიებს, არ იტყვიან უარს მანდატებზე
,,ამ ოთხ პარტიას შორის რომელმაც ბარიერი გადალახა, არანაირი კოორდინაცია და შეთანხმებული მოქმედება არ არსებობს”, – აღნიშნული განცხადება ,,ქართული ოცნების” წევრმა, გივი მიქანაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, თუკი ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, ამით თვითლიკვიდაციის რეჟიმზე გადავა.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანები არ ჩახსნიან სიებს, არ იტყვიან უარს მანდატებზე. თუკი ასე გააკეთეს, მხოლოდ საკუთარ თავს დააზიანებენ და თვითლიკვიდაციის რეჟიმში გადავლენ. ხოლო, თუკი ასე არ გააკეთებენ, საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენებენ, თუ როგორი უპრინციპო და უღირსი ადამიანები არიან“, – აღნიშნა მიქანაძემ.