ლევან მაჭავარიანი: პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტში დღეს დასახელდება
,,პრეზიდენტის არჩევის თარიღი პარლამენტში უკვე დღეს დასახელდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.
„პრეზიდენტს სამასი ადამიანისგან შემდგარი კოლეგია აირჩევს. გუნდში იმ კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, ვისაც წარვადგენთ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.