,,დღეს უკვე დავიწყებთ მთავრობის წევრების კანდიდატურების მოსმენას. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მათ გეგმებსა და ხედვებს უსმინოს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან მახაშვილმა ,,ქრონიკასთან” განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი გეგმავს, რომ კვირის ბოლომდე საქართველოს ახალარჩეული მთავრობა ჰყავდეს.
„გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე წარადგინა 3 ახალი მინისტრობის კანდიდატი. მათი მიღწეული ისტორიული შედეგები და საქმიანობა [მათზე] ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.
საბოლოო ჯამში, ჩვენი გეგმაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ახალარჩეულ პარლამენტთან ერთად საქართველოს უკვე ახალარჩეული მთავრობაც ჰყავდეს“, – განაცხადა მახაშვილმა.