“უხერხულობას ქმნის, რასაკვირველია, როდესაც არ არიან პარლამენტში ოპონენტები, მაგრამ მათ ოპონენტებსაც ვეღარ დავუძახებთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
“ჩვენ აღარ გვყავს ოპოზიცია და გაცილებით უფრო მეტი უხერხულობა შეიქმნება, თუკი პარლამენტი არ იმუშავებს, თუკი მთავრობის შემადგენლობა არ დამტკიცდება და თუკი მთავრობა არ დაიწყებს მუშაობას. აი უხერხულობა, ნამდვილი ტრაგედიაა საქართველოსთვის, ნგრევის პროცესი იქნება ასეთი”, – განმარტა ვოლსკიმ.