“სავარაუდოდ 29 დეკემბერს უკვე გვეცოდინება და გვეყოლება ახალი პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით” – ირაკლი ზარქუა
უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის ვინაობა, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს გახდება ცნობილი.
„სავარაუდოდ 29 დეკემბერს უკვე გვეცოდინება და გვეყოლება ახალი პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით, რომელსაც 300 ხმოსანი აირჩევს როგორც პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს წევრებიდან. შესაბამისად, ეს პროცედურა წინ გვაქვს“, – აღნიშნა ზარქუამ.